ხულოში ინფრასტრუქტურული პროექტები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ხულოში ინფრასტრუქტურული პროექტები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

“ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ფუშრუკაულის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კეთილმოწყობა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ფანჩატური, საყრდენი კედელი, სანიაღვრე არხი, სასმელი წყალი, დაეგო ბეტონის საფარი. საყრდენი კედელი მოპირკეთდა დეკორატიული ფლეტილი ქვებით და ბაზალტის ფილებით.

აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ყინჩაურში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ამ ეტაპზე, შენობის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა ინტერიერის მოწყობა. სკოლამდელი დაწესებულება 50 აღსაზრდელს მოემსახურება. ახალ საბავშვო ბაღში მოეწყობა საძინებელი და სათამაშო ოთახები, სამზარეულო და ეზო. შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან, მაჟორიტარ დეპუტატთან ანზორ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები