შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული მეგი და გიგი გუტაშვილების ცხედრები საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული მეგი და გიგი გუტაშვილების ცხედრები საგვარეულო სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.
გარდაცვლილთა რამდენიმე ოჯახის წევრს მაშველები კი ამ დრომდე ეძებენ. დაღუპულთა ახლობლებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.
შოვის ტრაგედიისას დაკარგული 9 ადამიანის საძიებო სამუშაოები კი ამ დრომდე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველებმა გუშინ სამი ცხედარი და ადამიანის სხეულის ფრაგმენტი იპოვეს, შესაბამისად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9-ის მოსაძიებლად კი 24-საათიან რეჟიმში მაშველები მუშაობენ.