ოზურგეთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა – გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოზურგეთში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს, ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
„ოზურგეთში პატივი მივაგეთ რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილ გმირებს – თეიმურაზ ჭიტაძეს, თამაზ ნიკიტინს და ზაურ თენიეშვილს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებსა და ეროვნულ გმირს,ზაზა დამენიას.