გოგი მეშველიანმა აგვიტოს ომში დაღუპულული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბოლნისის, დმანისის, თერიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა  ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპული ბოლნისელი მებრძოლების  ხსოვნას პატივი მიაგო  და გმირთა საფლავები  გვირგვინით შეამკეს, ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირნენ ბოლნისელი ჯარისკაცები:  ასლან შაინიძე, ნოდარი დევნოზაშვილი და საბა დადვანი.  ქედს ვიხრი მათი  და ომში დაღუპული ყველა მეომრის  ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სამშობლოს  მთლიანობისათვის საკუთარი სიცოცხლე დათმეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისელი მებრძოლების ხსოვნას პატივი მივაგე და მათი საფლავები ყვავილების გვირგვინით შევამკე. ჩვენი ვალია გვახსოვდეს ამ ადამიანების თანგანწირვა და ვიმოქმედოთ მათი აუსრულებელი მიზნების  მისაღწევად”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები