ახალციხეში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
“ახალციხეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ვეტერანები, მოქალაქეები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინიტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცენტრალურ პარკში, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და 15 წლის წინანდელი ტრაგიკული დღეები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა მამა იოანე გელაშვილმა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
“გარდაცვლილ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, ვეტერანთა კავშირის, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. აგვისტოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცია გარდაცვლილი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.