სამტრედიაში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა ედუარდ ახობაძემ სამტრედიაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
,,3 აგვისტოს შოვში დატრიალებული სტიქიური უბედურებისგან დაღუპულ ჩვენ თანამემამულეთა ტკივილს კიდევ იფრო ამძაფრებს 2008 წლის 8 აგვისტო, რომელიც აგერ 15 წელია მოსდევს საქართველოს უახლეს ისტორიას. აგვისტოს ომი იყო უდიდესი გმირობის და თავდადების მაგალითი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის და კეთილდღეობისთვის გაიღეს უკვე გმირადქცეულმა ქართველებმა”,- განაცხადა სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ.
2008 წლის აგვისტოს ომში 169 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის, ოთხი სამტრედიელი – მარლენ ბარამია, ავედიკ ლომიძე, ლაშა თევზაძე და ლევან მელქაძე. მუნიციპალიტეტის მერიამ დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გადასცა.