გოგი მეშველიანი თეთრიწყაროში სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მერთან, გიორგი წიკლაურთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო.  ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

შესაბამისი სამუშაო ჯგუფი ზარალს შეისწავლის და შესაძლებლობის ფარგლებში გაეწევათ დახმარება. 
ჩვენ, ყოველთვის ვცდილობთ მოქალაქეებთან გვქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია და ერთობლივად დავძლიოთ არსებული გამოწვევები”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

გუშინ საღამოს ძლიერმა სეტყვამ სოფელი დააზარალა, დაზიანდა სახლის სახურავები, ავტომობილები და ხეხილი.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები