სარიჩაირის მთაში სახალხო დღესასწაული “შუამთობა” გაიმართა
სარიჩაირის მთაში სახალხო დღესასწაული “შუამთობა” გაიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი აქტივობები.
მათივე ცნობით, “შუამთობის” სახალხო დღესასწაული მოიალაღეებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ მიულოცეს.