დაბა ნასაკირალში და სოფელ ძიმითში სპორტულ მოედნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. დაბა ნასაკირალში და სოფელ ძიმითში სპორტულ მოედნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რომელიც ფეხბურთის და კალათბურთის სათამაშოდ არის განკუთვნილი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი სპორტული მოედნები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად გახსნა.

„გავითვალისწინეთ ახალგაზრდების თხოვნა და სოფელ ძიმითსა და დაბა ნასაკირალში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია გავაკეთეთ. ფეხბურთის და კალათბურთის სათამაშოდ, დღეიდან აქ ახალი სტადიონები იქნება ხელმისაწვდომი ყველასათვის.
სპორტის პოპულარიზაცია და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, წინასაარჩევნოდ ჩვენს მიერ წარდგენილი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტში კიდევ არაერთი სიახლე გვექნება”, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები