რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, „მუსიკალური საღამო“ გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში, დღეს „მუსიკალური საღამო“ გაიმართება.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, „მუსიკალური საღამოსთვის“ მზადება პარკის ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია, დასრულდა სცენის, ღია დახლებისა და სხვადასხვა გასართობი პავილიონების მონტაჟი.

„პრემიერის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით დაწყებულ „მუსიკალურ საღამოს“, დღეს რუსთავში ვმასპინძლობთ. ღონისძიებები 19:00 საათზე დაიწყება, მოეწყობა სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის, ჩატარდება კონცერტი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით. საღამოს, ყველა რუსთაველს ველოდებით ახალგაზრდობის პარკში, აქ მათ საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები ელოდებათ“, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

უწყების ცნობით, „მუსიკალური საღამოების“ ფარგლებში, რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, 19:00 საათზე დაიწყება.

„გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის ანიმატორების და საპნის ბუშტების შოუ, თითების თეატრი, ჩატარდება ყვავილების გვირგვინების დამზადების მასტერკლასი. პარკში მისულ პატარებს ბამბის ნაყინით და პოპკორნით გაუმასპინძლდებიან. 20:00 საათზე კი საკონცერტო პროგრამა დაიწყება. ,,მუსიკალურ საღამოში“ მონაწილეობას ნუკრი კაპანაძე, მაია ჯაბუა, მანანა თოდაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნათია პერანიძე, დათუნა სირბილაძე, ლიკა დოლიძე, ანსამბლი „ჰერიო”, ანსამბლი „ქართული ხმები”, ჯგუფი „ლაიქ ბენდი” და ნინო გულიაშვილი მიიღებენ. კონცერტის წამყვანი ნანიკო ხაზარაძე იქნება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები