სოფელ ორთუბანში მზოვრეთის მონასტრამდე მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს
მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სოფელ ორთუბანში მიმდინარეობს მზოვრეთის მონასტრამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
“ამ ეტაპზე შესრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები და მიმდინარეობს მიწის ვაკისისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა კიუვეტები, საყრდენი კედლები, გვერდულები და საგზაო სამოსი ცემენტობეტონისა და გრანიტის ძელაკებით. სულ დაიგება 2186 გრძ.მ გზის საფარი.
პროექტი 2024 წელს დასრულდება. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ინფრაკონი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.