სამწევრისში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა სოფელ სამწევრისში ეკლესიამდე მისასვლელი გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები,  ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
“პროექტის ფარგლებში დაიგება 520 მეტრამდე გზის რკინა-ბეტონის საფარი და მოეწყობა გვერდულები ქვიშახრეშოვანი ნარევით. სამუშაოები სრულდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. პროექტს ახორციელებს შპს „ბესტ როუდი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები