აგარაში სადარბაზოების რეაბილიტაცია განხორციელდა
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა აგარაში,წულუკიძის ქუჩაზე N3 და N4 მდებარე კორპუსებში რეაბილიტირებული სადარბაზოების დასრულებული სამუშაოები, ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
“პროექტის ფარგლერბში , ამხანაგობა „ატკორმოჩი- 1″ -სა და „ატკორმოჩი – 2” – ს სადარბაზოებში განხორციელდა არსებული ხის კიბეებისა და ბაქნების დემონტაჟი. მოეწყო რკინა-ბეტონის ბაქნები და ახალი კიბეები მოზაიკის საფეხურებით,შეიღება კედლები,შეიცვალა ძველი ხის ფანჯრები მეტალო-პლასტმასის ფანჯრებითა და ვიტრაჟებით,სადარბაზოს შესასვლელში დამონტაჟდა ლითონის კარი.
პროექტი განხორციელდა ამხანაგობებისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოები შეასრულა ი.მ „როლანდი ლომიძემ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.