სოფელ საციხურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა
სოფელ საციხურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა, ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
,,პროექტის ფარგლებში შესრულდა მიწის მოჭრა-მოსწორების სამუშაოები,საფუძვლის მოწყობა და დაიგო 128 გრძივი მეტრი არმირებული რკინა-ბეტონის საფარი. პროექტი განხორციელდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა”-ისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოები შეასრულა შპს „ხაშურგრუპმა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.