უჯარმის მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისთვის ღონისძიება გაიმართა
“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიის გამნათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით უჯარმის მუზეუმ – ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისთვის ღონისძიება გაიმართა”,- ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ღონისძიება მონაწილეობას იღებდნენ მთის ზონის (კოჭბანი, ვერონა) მოლექსე – მოკაფიავენი: დეკანოზი თავმას ჩოხელი, გიგლა ჭინჭარაული, რამაზი დიდებაშვილი, გელა ხოშარაული; ეთო თედიაშვილი, მარეხი დიდებაშვილი ფოლკლორული ანსამბლი ,,ჩვენებურები” და ლელა ნაყეური. საღამოს უძღვებოდა საქართველოს 2022 წლის ეროვნული ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატი ლეილა არჩემაშვილი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.