ხულოს მუნიციპალიტეტში შუამთობის კვირეული დაიწყო
“კვირეულის ფარგლებში, სახალხო დღესასწაული შუამთობა პირველად მთა ჩუდურაულში გაიმართა”, – ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
“ღონისძიების ფარგლებში ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი. ასევე, გაიმართა სპორტული ღონისძიებები დოღში, ფრენბურთში და ბაგირის გადაწევაში
ღონისძიებას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.