ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში იმყოფებოდა, სადაც ვიცე-მერს, Dan Stefan Tarcea-ს შეხვდა
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში იმყოფებოდა, სადაც მის კოლეგას, ამავე ქალაქის ვიცე-მერს Dan Stefan Tarcea-ს შეხვდა, ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის – “მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტი PMC კვლევით ცენტრთან ერთად, ახორციელებს პროექტს “ონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება ბიზნეს კლასტერების შექმნის და ინვესტიციების მოზიდვის გზით“.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კერძო და საჯარო სექტორების თანამშროლობის მნიშვნელობაზე, კლასტერის როლზე მცირე, საშუალო და დიდი ზომის საწარმოების განვითარებაში და ბიზნესის როლზე მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებაში.
“აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც “ონის კვების მრეწველობის კლასტერის”, ასევე მუნიციპალიტეტის მერიისთვის. ვიზიტის ფარგლებში კლასტერის წევრებმა მიიღეს მრავალმხრივი ინფორმაცია, რომლის პრაქტიკაში დანერგვას ერთობლივად შევეცდებით” – განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მერის პირველმა მოადგილემ გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კოლეგებს ადგილობრივი თვითმმართველობიდან, აგროტრანსილვანიის კლასტერის გენერალურ მენეჯერს და მის გუნდს“- აღნიშნულია ინფორმაციაში.