დავით შერაზადიშვილი ქალაქ ბოლნისში ქვაფენილების მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

ქალაქ ბოლნისში  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად აკაკი წერეთლის, ანზორ ოჩხიკიძისა და 500 ბოლნელის სახელობის ქუჩებზე  ადგილობრივი ბაზალტით გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო”,-  ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ანზორ ოჩხიკიძისა და 500 ბოლნელის სახელობის ქუჩებზე მოსახლეობის ჭიშკრები გამოიცვალა და ღობეები რეაბილიტირდა.

აღსანიშნავია, რომ ქვაფენილის დაგება ქალაქ ბოლნისში სოხუმისა და სიონის სახელობის ქუჩების ორ მონაკვეთზეც მიმდინარეობს.  2023 წელს, ქალაქ ბოლნისში, 5 ქუჩაზე ჯამში 1310 გრძივი მეტრის მოცულობის ქვაფენილი მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის” თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება  2 683 077 ლარს შეადგენს.

2023 წელს ქალაქ ბოლნისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის  ჯამში 6 900 000 ლარამდე  ღირებულების სამუშაოები განხორციელება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები