ზუგდიდში მანიების რვასულიან ოჯახს მერია სახლს უშენებს

“ზუგდიდში  სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გრძელდება.
მიმდინარე წელს 19 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი სახლი აუშენდება.
სოციალური სახლები ახალი დიზაინით აშენდება. განახლებული პროექტით გაზრდილია გაბარიტული ზომები, დაერთებულია კომუნიკაციები”,- ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
“ზედაეწერში, მანიების მრავალშვილიან ოჯაში სახლის მშენებლობის პროცესს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია გაეცნო. გიგა მანიას რვასულიან ოჯახს,  სადაც ოჯახის ოთხი  წევრი მცირეწლოვანია საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ,  უახლოეს პერიოდში კი  მათ ახალი კეთილმოწყობილი სახლი გადეცემათ.
ზუგდიდში 2015 წლიდან 141 სოციალური სახლი აშენდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს  2015 წელს, სპეციალური ჯილდო  „წლის საუკეთესო პროექტი”  სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები