მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა იაპონელ მომღერალს, ტოკიკო კატოს უმასპინძლა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, იაპონელ მომღერალს ტოკიკო კატოს უმასპინძლა, ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ცნობილი იაპონელი მომღერლის მენეჯერი ტაკაჰაში დაიჩი, ტელეპროგრამის პროდიუსერი საკაი იუტაკა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ჰიროიუკი მორი.

ისაუბრეს საქართველო-იაპონიის ურთიერთობაზე, კულტურულ ტრადიციებზე, ხელოვნებაზე. შეხვედრის  დასასრულს სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ, რაც ოქტომბრის თვეში მცხეთობის დღესასწაულზე იაპონელი მომღერალის ტოკიკო კატოს მონაწილეობით დაგეგმილი კონცერტის ორგანიზებას გულისხმობს.

სტუმრებმა, ქალაქი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან ერთად  მოინახულეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები