ჭიათურის თეატრმა მარჯანიშვილის სცენაზე “ზმანება ფიროსმანი” წარმოადგინა
კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი “ზმანება ფიროსმანი” წარმოადგინა, ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ჭიათურის თეატრში სპექტაკლი რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა განახორციელა.
წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: გიორგი ჩაჩანიძე, კოტე კახიშვილი, თამუნა ჯაჯანაშვილი, გელა მოდებაძე, ამირან ნასყიდაშვილი, გია კენჭოშვილი, ანდრო ბარათაშვილი.
სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება გამოიწვია,
აღსანიშნავია, რომ “ზმანება ფიროსმანი” ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.