ზესტაფონში, მდინარე ძუსაში ცხედარი იპოვეს
ზესტაფონში, მდინარე ძუსაში ბიჭის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი ცოტა ხნის წინ ნახეს.
სავარაუდოდ, ის ორი დღის წინ გაუჩინარებული 18 წლის ბიჭია.
ამ დროისთვის, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე მესხი მდინარეში 17 ივლისს ჩავარდა. მას სამი დღის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები ეძებდნენ.