ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მშვიდობაურისა და გურიანთის ხიდების მშენებლობა -რეაბილიტაციის მიზნით, პროექტების მომზადება დასრულდა 

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მშვიდობაურისა და გურიანთის ხიდების მშენებლობა -რეაბილიტაციის მიზნით პროექტების მომზადება დასრულდა”, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.

როგორ ოზურგეთის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, მან ასევე ისაუბრა ქალაქ ოზურგეთში სანაპიროს ქუჩაზე, მდინარე ბჟუჟზე საყრდენი კედლის რეაბილიტაციის პროექტზეც, რომელიც განახლდა.

როგორც მერმა აღნიშნა, ტენდერი უკვე დასრულებულია და სამუშაოები იწყება, რისთვისაც 340 345 ლარი დაიხარჯება.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები