ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის განვითარების ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ეკოლოგია, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, გამწვანება და ეკომეგობრული პროექტების განხორციელება – ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები დავიწყეთ
“ოზურგეთის განვითარების ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ეკოლოგია, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, გამწვანება და ეკომეგობრული პროექტების განხორციელება – ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები დავიწყეთ”, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“საზოგადოებამ იცის, რომ ოზურგეთის განვითარების ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ეკოლოგია, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, გამწვანება და ეკომეგობრული პროექტების განხორციელება – ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები დავიწყეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ქალაქ ოზურგეთში რამდენიმე ასეული მწვანე ნარგავის განთავსება, უკვე დაირგო 400 ნერგზე მეტი მრავალწლიანი ხე-მცენარე. უახლოეს პერიოდში დამატებით დაირგვება დაახლოებით 150 – მდე მრავალწლოვანი ხე-მცენარე. ჩვენ, ამ მიმართულებით კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მოქალაქეებს,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.