ლანჩხუთში, ერთ-ერთ ბინაში, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
გურიაში, ლანჩხუთში მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილები 82 და 72 წლის ქალები არიან.
მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური ბინიდან გამომავალი მძაფრი სუნის გამო გამოიძახეს.
ბინაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კარის გაჭრის შემდეგ შევიდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს გარდაცვლილები.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.