ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა” მარტვილში საზეიმოდ დაიხურა

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა” მარტვილში საზეიმოდ დაიხურა, ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.

“ფესტივალის მონაწილეებმა სხვადასხვა ნომერი ქალაქ მარტვილის ცენტრში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე შეასრულეს.

ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს, ბულგარეთის, პოლონეთისა და  თურქეთის ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს.

„ლეგენდების ქვეყანას”-ს დასკვნით გალა კონცერტს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საქართველოს პარლამენტის წევრები და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია დაესწრნენ.

კონცერტის ბოლოს მონაწილეები სიმბოლური პრიზებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები