ქუთაისის მერიაში ახალგაზრდული ინიცატივების ფარგლებში განხორციელებული პროექტის “ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის” შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის მერიაში ახალგაზრდული ინიცატივების ფარგლებში განხორციელებული პროექტის “ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის” შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობისას ჩატარდა სასწავლო სემინარები და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ თავადაც მოეწყოთ ტრენინგები ქუთაისის რამდენიმე სკოლაში. პროექტის მონაწილეებმა თავად დაგეგმეს და განახორციელეს ახალგაზრდული ინიციატივები, რომელზეც შეხვედრისას ისაუბრეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალგაზრდების სახელით, ქალაქის მერს, ვიცე-მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მადლობის სიგელები გადაეცათ , ახალგაზრდების მხარდაჭერისა და მათი განვითარების ხელშეწყობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. სამახსოვრო პრიზები გადაეცათ პროექტის მონაწილეებსაც.

“ქუთაისში არაერთი ახალგაზრდული პროექტი ხორციელდება წარმატებით და დღეს კიდევ ერთი ასეთი პროექტის მონაწილეებს შევხვდით. პროექტს “ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის”, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში, ახორციელებს საინიციატივო ჯგუფი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ჩართულობას სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებაში. ეს ახალგაზრდები არიან ქუთაისის ხვალინდელი დღე და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებები და მონაწილეობა ქალაქის ცხოვრებასა და განვითარებაში“,  – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები