თორნიკე რიჟვაძე ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდა სპორტსმენებს მხარდაჭერა აღუთქვა და შემდგომი წარმატებები უსურვა, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

„პოლონეთში მიმდინარე 2023 წლის მესამე ევროპულ თამაშებზე სპორტსმენებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ბათუმელმა სპორტსმენმა ზურაბ კინწურაშვილმა საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე გიგი პაქსაძე – ევროპის ჩემპიონი გახდა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2023 წლის ევროპის ახალგაზრდულ (U20) ჩემპიონატში აჩიკო ბოლქვაძე მეოთხედ დაეუფლა ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, ასევე, მათი მწვრთნელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვნად გაზრდილ საპრიზო თანხას წელსვე მიიღებენ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ გაგრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.

შეხვედრას აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები