გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

„გორის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მონტაჟდება  სასმელი წყლის ახალი სისტემები, ხორციელდება გზების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნებისა და სკვერების მოწყობა”, – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმოთ და განვახორციელოთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუუმჯობესდეთ საყოფაცხოვრებო პირობები”, – აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებისას.

პოექტების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იმყოფებოდა ახალსოფელში, ტყვიავსა და მეჯვრისხევში, სადაც სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდა სასმელი წყლის სისტემებების მოწყობისა, გორის მერმა სობისსა და ქიწნისში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს ასევე დასასვენებელი, გასართობი და სპორტული სივრცეების მოწყობაც.

ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში სამუშაოები გრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები