მცხეთის მერმა ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანები დააჯილდოვა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა ,,ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანების კონკურსში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა, ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
“პროექტის ორგანიზატორმა, მცხეთის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, კულტურის განყოფილებამ აღნიშნული კონკურსი ორ ტურად ჩაატარა, სადაც მონაწილეობა 12-დან 18 წლამდე ასაკის 28 ახალგაზრდამ მიიღო.
მცხეთის მერიაში შექმნილმა საკონკურსო კომისიამ კონკურსის შედეგად 9 ნიჭიერი ახალგაზრდა გამოავლინა, რომელთაც მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ბაჯაძე და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონკურსში გამარჯვებულები არიან: მაგდა ლაფერაშვილი, ელისაბედ რეგანი, ლევან ალავიძე, ლიზი რაზმაძე, თინათინ მაისურაძე, ანასტასია გაბრელიანი, ალექსანდრე ვაჭარაძე, ლევან გლოველი და ელენე მირზიაშვილი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის”,– აღნიშნულია ინფორმაციაში.