კახეთში შვილმა მამა მოკლა – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მომხდარი მკვლელობის მოტივად მამა-შვილს შორის მუდმივი კონფლიქტი სახელდება.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ბიჭი წარსულში დაკავებულიც იყო.
“შვილმა მოკლა მამაო. სულ ჩხუბი ჰქონდათ მამა-შვილს. მშობელს შვილისთვის ცუდი უნდოდა?! ძალიან თავისებური ბიჭი იყო, ვალებს დაიდებდა, ღვინოს იყიდიდა, ამას-იმას, მერე მამასთან მიდიოდნენ. ოჯახში სულ დავიდარაბა ჰქონდათ. პოლიციამ ერთხელ დააკავა კიდეც ეგ ბიჭი”, – ამბობს მეზობელი.
კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ კონფლიქტური სიტუაციის გამო, მამა-შვილის სახლში პოლიცია არაერთხელ შეუნიშნავთ.
“ეს ბიჭი პოლიციაშიც იყო, დაჭერილი ჰყავდათ, მამას ეჩხუბებოდა სულ. ყოველ მეორე ღამეს აქ პატრული იყო”,- ამბობს მეზობელი.
ცნობისთვის, მკვლელობა გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.