სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

„ვეხმაურებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს”  მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ორგანიზაცია ფაქტების დამახინჯებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას თითქოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის და ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას კლასელის ზაზა ანთიას კომპანია ტენდერებს უკანონოდ იგებს“,- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ” მეტი დრამატიზებისთვის და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისთვის გამოაქვეყნა კომპანიის მიერ გამარჯვებული ტენდერების ჯამური ღირებულება 2018 წლიდან დღემდე და ამით ეცადა დასახელებული თანამდებობის პირები ტენდერთან კვეთაში  გამოეყვანა. რეალურად კი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დავით კუხალეიშვილი 2021 წლის 15 ივლისს დაინიშნა, მანამდე ის კერძო სექტორში მუშაობდა, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია კი ამომრჩეველმა მერად 2021 წლის შემოდგომის ბოლოს აირჩია.

ყველა ტენდერი კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამჭვირვალედ ტარდება და მასზე ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. დავით კუხალეიშვილის სახელმწიფო რწმუნებული მოადგილედ დანიშვნამდე და მამუკა წოწერიას მერად არჩევამდე სამეწარმეო საქმიანობას ზაზა ანთია ახორციელებდა და შესაბამისად ტენდერებშიც მონაწილეობას იღებდა. მეტიც ზაზა ანთია სამეწარმეო საქმიანობას 2016 წლიდან ახორციელებს.

ზაზა ანთიას კომპანიამ სხვადასხვა ტენდერში არაერთი დისკვალიფიკაცია მიიღო, თუმცა ეს ინფორმაცია „გამჭვირვალობა საქართველოს” არ გაუსაჯაროებია. ორგანიზაციას ვურჩევთ მეტი კომპეტენცია იქონიონ და ნუ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები