დავით შერაზადიშვილმა გერმანული საქველმოქმედო ასოციაციის Museion Weimar e.V. წევრებთან შეხვედრა გამართა

“ქალაქ ვაიმარში დაფუძნებული საქველმოქმედო ასოციაციის Museion Weimar e.V. წევრები „საქართველოს ქალთა საბჭოს“ ინიციატივით, ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან. „ბოლნისის კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით ისინი ბოლნისის მუნიციპალიტეტსაც ეწვივნენ. ასოციაციის წევრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლა და მათთან შეხვედრა გამართა”,- ამის შესახებ  ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ვიზიტის ფარგლებში, მერთან შეხვედრის შემდეგ, გერმანელმა სტუმრებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მდებარე ისტორიული ძეგლები მოინახულეს და „ბოლნისის კულტურის ცენტრში“ დაესწრნენ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა და ხელოვანებმა მიიღეს.

საქველმოქმედო ასოციაცია Museion Weimar e.V ქალაქ ვაიმარში 2007 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი სხვა ქვეყნებთან კულტურული კავშირების დამყარებაა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები