3 ივლისს ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გრანდიოზულად გაიხსნება

3 ივლისს, ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გრანდიოზული ღონისძიებებით გაიხსნება, ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. მათ შორის, 15:00 საათი – ველომარათონი.

“ველორბოლა სტარტს აიღებს ანაკლიიდან (აფხაზეთის ქუჩა), ხოლო დასრულდება განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში (მეგობრობის ხეივნის მიმდებარე ტერიტორია);

15:00 საათიდან – კვების ზონა იფუნქციონირებს; 15:00 სთ-დან 17:00-მდე სპორტული (ჭადრაკი, ნარდი, კალათბურთი) და სამაგიდო თამაშები; 16:30 საათი – ჩოგბურთის ტურნირის ფინალი (დაჯილდოება);
17:30 საათი – ფეხბურთის ტურნირის ფინალი (დაჯილდოება); 16:00 საათიდან – გასტრონომიის საგამოფენო სივრცე; 11:00 – 18:00 – მდე აკვაპარკში შესვლა მოქალაქეებისთვის უფასო იქნება; 20:00 სთ – ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება „TAMADA”-ს მონაწილეობით.

ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, გამოიყოფა დამატებითი რეისები 22:00 სთ-მდე.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, DMO სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ახალგაზრდული სათათბირო, აკვაპარკი ანაკლია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები