იტალიური Monitor Immobiliare “TV ბათუმს” და ოსკაროსან სტადიონს სიუჟეტს უძღვნის და თორნიკე რიჟვაძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ იტალიურ ტელეარხს Monitor Immobiliare-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ტურიზმის, ეკონომიკის, განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
,,მოხარული ვარ, რომ მოხდა ბათუმის და ბათუმის სტადიონის აღიარება მაიამის მსოფლიოს უძრავი ქონების კონგრესზე. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ის შრომა, რომელსაც მთელი გუნდი ეწევა ამდენი წლის მანძილზე და ის მთავარი მიზანი, ავაშენოთ მდგრადი ქალაქი და რეგიონი, შედეგს იღებს.
ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ბიზნესი და საჯარო ინსტიტუტები ოპერირებენ და იფუნქციონირებენ ეფექტიანად. ბათუმის ტრანსფორმაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისევე როგორც მდგრადი ტურიზმის მშენებლობა და უძრავი ქონების აქტივები ახლა საკმაოდ ნათელია. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენთვის, პოსტ-პანდემიური პერიოდი დიდი გამოწვევა იყო და ამავდროულად, წარმატების მომენტიც, რადგან ტურისტულმა დინამიკამ აღდგენა დაიწყო. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ახლა ჩვენს ქალაქსა და რეგიონში იმაზე 10-ჯერ მეტ ვიზიტორს ვმასპინძლობთ, ვიდრე ჩვენი მოსახლეობაა. მთავარი დატვირთვა მაინც ბათუმზეა. ველოდებით წარმატებულ სეზონს, იმას რომ აჭარა 4 სეზონის დასასვენებელ მიმართულებად ვაქციოთ”, – აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე იტალიური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში.