ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესი დასრულების ეტაპზეა

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში (საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ხიდეშლები) საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების (მე- 3 ეტაპი) დასრულების ეტაპზეა, ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს, კონტრაქტორი კომპანია „დაგი +“ გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადაზე ადრე განახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოებისთვის დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო თანხამ 432 160 ლარი შეადგინა.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის დროს განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების კეთილმოწყობა და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვა ონის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები