ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში გამართულ ინტეგრირებულ ჩემპიონატებში გამარჯვებულ გორელ მონაწილეებს და აღნიშნული პროექტის ორგანიზატორს ახალგაზრდული მედიაკავშირის თავმჯდომარეს ხატია გავაშელს შეხვდა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული,  პროექტის გორელმა მონაწილეებმა მშობლიურ ქალაქში 3 გარდამავალი თასი ჩამოიტანეს. მათ ორი თასი გუნდურ, ერთი კი ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მოიპოვეს.

“გუნდური წარმატებები: აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჯომარდობის ინტეგრირებული ჩემპიონატი; ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატი.

ინდივიდუალური წარმატება: მინი გოლფის ინტეგრირებული ჩემპიონატი; გამარჯვებული გიორგი მოდებაძე; ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და სიგელები გადასცა.

მერმა ახალგაზრდული მედიაკავშირის თავმჯდომარეს ხატია გავაშელს მადლობა გადაუხადა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის და გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან წარმატებული თანამშრომლობისთვის სიგელი გადასცა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ გრძელდება სხვადასხვა აქტივობებით.

პროექტს ტრადიციული ხასიათი აქვს. ის ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი აღსრულების ხელშეწყობით შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას.

პროექტის მხარდამჭერი და სპონსორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები