ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება და მოწესრიგება გრძელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება და მოწესრიგება გრძელდება. ამჟამად გზის რეაბილიტაცია ჩხაიძის ქუჩაზე და სოფელ მაკვანეთში, ბაღის უბანში მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო

პროექტის ფარგლებში, გზასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 4 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები