ზაფხულის საკურორტო სეზონზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს

ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, ზაფხულის საკურორტო სეზონზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესს ადგილზე გაეცნო.

„სპეციალური ტექნიკა, ადგილობრივ მთავრობას დასუფთავების უზრუნველსაყოფად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” გადასცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები