ანაკლიაში ველორბოლა 3 ივლისს გაიმართება
ანაკლიაში დაგეგმილი ველორბოლა, ამინდის სავარაუდო ცვლილებასთან დაკავშირებით 30 ივნისის ნაცვლად, 3 ივლისს გაიმართება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ველორბოლა სტარტს აიღებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიიდან (აფხაზეთის ქუჩა), ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში (მეგობრობის ხეივნის მიმდებარე ტერიტორია) დასრულდება.
„ველორბოლა 15:00 სთ-ზე დაიწყება. მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია 2 ივლისის ჩათვლით ან მიმდინარე წლის 3 ივლისს გამოცხადდეთ რბოლის სტარტის ადგილზე, რბოლის დაწყებამდე არაუგვიანეს 30 წუთით ადრე. ხოლო ონლაინ დარეგისტრირებული მონაწილეები 3 ივლისს, 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე (შ.რუსთაველის ქ N90) საკუთარი ველოსიპედით (ველოსიპედების ტრანსპორტირებას ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულამდე უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია)
ველორბოლის საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები ჯილდოვდებიან:
I ადგილი – 1000 ლარით
II ადგილი – 800 ლარით
III ადგილი – 600 ლარით
ველორბოლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.
სარეგისტრაციო ფორმას თან ერთვის ველორბოლის დებულება:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdsayEQPrITuXFQFg_qEKZhkp2Xn6DD4JshdowaD7TAkcQ0Kg/viewform “, – აღნიშნულია ინფორმაციაში.