გორში, რამდენიმე ლოკაციაზე საპოლიციო მოქმედებები მიმდინარეობს

 

გორში, რამდენიმე ლოკაციაზე საპოლიციო მოქმედებები მიმდინარეობს.
საქმე სავარაუდოდ ნარკოდანაშაულს ეხება.

როგორც ჟურნალისტებს ​შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვალერი თელიამ განუცხადა, საპოლიციო ღონისძიება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დაკავებულია ერთი პირი, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები