საგარეჯოში შვილმა დედა მოკლა
საგარეჯოში შვილმა დედა მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ გიორგიწმინდაში მოხდა. არსებული ინფორმაციით,ქალმა დედას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე ცხელ კვალზე არის დაკავებული. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილობრივების თქმით, შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რის გამოც, დედასთან ხშირად კონფლიქტი ჰქონდა.