თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ყურბან ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა შესრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს დღესასწაული მიულოცა.

სადღესასწაულო ლოცვას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. მუსლიმები, ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს განსაკუთრებით ემზადებიან. ყურბან-ბაირამი მოძრავია და მარხვის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები