სოფელ დირბში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ დირბში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა“,- ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„პროექტის ფარგლებში შეიცვალა შენობის სახურავი,კარ-ფანჯარა და იატაკი.მოეწყო სველი წერტილები. მიმდინარეობს გარე ფასადის მოწყობა.
პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. სამუშაოებს ი.მ „პაატა ხაჭაპურიძე“ ასრულებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.