ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთში გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა
“ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთში გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“პროექტის ფარგლებში მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი ხიდბოგირი და დაიგო 400 გრძივი მეტრი გზის ასფალტბეტონის საფარი. პროექტი განხორციელდა რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.სამუშაოები შპს „შარამ“ შეასრულა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.