ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში შიდა სასოფლო გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა
„ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში შიდა სასოფლო გზის ასფალტირების სამუშაოები დასრულდა“ , – ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხი და დაიგო 765 მეტრამდე ასფალტბეტონის გზის საფარი. პროექტი განხორციელდა რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოები შპს „ჰედეფ ჯორჯიამ“ შეასრულა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.