სოფელ ბრეთში გზის ასფალტირება მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ ბრეთში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 
“პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე ასფალტბეტონის საფარის მეორე ფენის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოებს შპს „ჰედეფ ჯორჯია ასრულებს”,  აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები