გოგი მეშველიანი ბოლნისში მრავალპროფილური კოლეჯის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

ბოლნისში მრავალპროფილური კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, ქ. ბოლნისში შენდება 150 მოსწავლეზე გათვლილი პროფესიული სასწავლებელი, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიებს.

„მშენებლობის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ქვემო ქართლის გუბერნატორ გიორგი დოხტურიშვილთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერ დავით შერაზადიშვილთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ ლევან სუხიტაშვილთან ერთად გაეცნო.

სამშენებლო სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს და სავარაუდოდ შემოდგომიდან სასწავლებელი დაიწყებს ფუნქციონიერებას.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდა გამოწვევას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. მიმაჩნია, რომ პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნების განსაზღვრა და მათი დაკმაყოფილება, სოციალური დაცვის ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადება – გადამზადება და დახმარება დასაქმების კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება.“- განაცხადა გოგი მეშელიანმა

პროექტის სრული ღირებულება 6 700 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების ფარგლებში სასწავლებლის ეზოში ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული სპორტული მოედანიც მოეწყობა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები