გორის სკვერებში ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება
გორის მერიის ინფორმაციით, გორის სკვერებში ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, “მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ლომჭაბუკის სკვერში სრულად გამოიცვალა დაზიანებული სანათები, ურნები და სკამები, მოწესრიგდა მწვანე საფარი.
ინვენტარის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ნაწილი კი ახლით ჩანაცვლდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.