ფოთმა საქართველოს დრიფტის სერიების მე-2 ეტაპს უმასპინძლა

ფოთმა საქართველოს დრიფტის სერიების მე-2 ეტაპს უმასპინძლა. შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს და მეზობელი ქვეყნების 20 -ზე მეტმა პროფესიონალმა მრბოლელმა მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

“ზაფხულის ცხელ დღეებში, ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებისთვის გასართობი აქტივობების დაგეგმვას. ორი დღის განმავლობაში ქვეყნის საუკეთესო დრიფტერებმა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ, დაუვიწყარი სანახაობა მოუწყვეს მაყურებლებს. მნიშვნელოვანია, რომ სპორტულ სანახაობაზე დასასწრებად ქალაქს ბევრი ავტოსპორტის მოყვარული სტუმრობდა, რაც ადგილობრივ ეკონომიკაზე კარგ გავლენას ახდენს. წინ ბევრი სიახლე გველოდება“,-განაცხადა ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეჯიბრში პირველი ადგილი ნოდო კოდუამ მოიპოვა , რომელიც  ფოთის მერმა საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები